ტაფაში მომზადებული მაკარონი ხახვით და სტაფილოთი

54

საჭირო ინგრედიენტები:
– 1 შეფუთვა მაკარონი
– 2 ც. სტაფილო
– 1 ც. ხახვი
– 50 გ ნაღების კარაქი
– 1 ს/კ მცენარეული ზეთი
– 500 მლ მდუღარე წყალი
– მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:
1. ხახვი დააქუცმაცეთ, სტაფილო გახეხეთ. 
2. გაათბეთ ტაფაში ზეთი და შეწვით ჯერ ხახვი, რამდენიმე წუთში კი, სტაფილოც დაამატეთ. 
3. როდესაც ბოსტნეული სასიამოვნო ოქროსფერ ელფერს მიიღებს, დაამატეთ მარილი, მშრალი მაკარონი და საყვარელი სანელებლები.
4. ინგრედიენტებს 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით და მოშუშეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში.
5. მზა კერძს კარაქი დაუმატეთ- გემრიელად მიირთვით! 

კომენტარი