თხელი ბლინები შესქელებულ რძეზე

159

ინგრედიენტები:
– 1 ქილა შესქელებული რძე
– 2 ქილა მდუღარე წყალი
– 2 კვერცხი
– 2 ჭიქა ფქვილი
– 1 ს/კ ნაღების კარაქი
– 1 მწიკვი მარილი

მომზადების წესი:
1. ღრმა ჯამში შესქელებული რძე გადაასხით, მას 2 კვერცხი დაუმატეთ და კარგად ათქვიფეთ მიქსერით. 

2. შესქელებული რძის ქილაში მდუღარე წყალი ჩაასხით და კვერცხის ნარევს დაუმატეთ. დაამატეთ ასევე ფქვილი (გაცრა აუცილებელია), 1 მწიკვი მარილი- ინგრედიენტებს კარგად მოურიეთ.

3. დაამატეთ ასევე გამლღვარი ნაღების კარაქი და ცომს კარგად მოურიეთ. 

4. ცომს მდუღარე წყლის მეორე ქილა შეურიეთ. უნდა მიიღოთ თხელი კონსისტენციის მქონე ცომი პატარა ბურთულებით ზედაპირზე. 

5. ტაფას ცოტა ზეთი წაუსვით და შეწვით ბლინები ორივე მხრიდან. მიირთვით ჯემთან, ან ხაჭოსთან ერთად. 

კომენტარი