ინგრედიენტები:
კეფირი- 250 გრ.
მცენარეული ზეთი- 2 ს.კ.
თაფლი- 1,5 ს.კ.
კვერცხი- 1 ცალი;
შაქარი- 0,5 ს.კ.
სოდა- 0,5 ს.კ.
ჩირი (ნებისმიერი) 50 გრ-დან (შესაძლებელია ნიგოზი);
ფქვილი- 1 ჭიქა.
მომზადების წესი:
კეფირში ჩაყარეთ სოდა და მოურიეთ. ნარევს დაუმატეთ დარჩენილი ინგრედიენტები. ფქვილი ბოლოს დაამატეთ და კარგად მოურიეთ.
მიღებული ცომი გაანაწილეთ მაფინების ფორმებში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი.
გემრიელად მიირთვით!