ხრაშუნა ორცხობილა 30 წუთში, სულ რაღაც 3 ინგრედიენტით

38

ინგრედიენტები:

ხორბლის ფქვილი- 250 გრ.

კარაქი- 170 გრ.

შაქარი- 150 გრ.

მომზადების წესი:

დარბილებულ კარაქს დაუმატეთ 100 გრ. შაქარი და მიქსერით ათქვიფეთ კრემისმაგვარი მასის წარმოქმნამდე.

მასას დაუმატეთ ფქვილი, მოურიეთ ერთი მასის წარმოქმნამდე, ხოლო შემდეგ მოზილეთ ცომი. მიღებული ცომისგან გააკეთეთ ძეხვისმაგვარი ფორმა. სინზე მოაფრქვიეთ 50 გრ. შაქარი და მასში ამოავლეთ ცომი, შეახვიეთ საკონდიტრო ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 30 წუთი.

დროის გასვლის შემდეგ ცომი დაჭერით 1 ს.მ სისქეზე და გაანაწილეთ საცხობ ფორმაში. ორცხობილები გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში 20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი