სალათა “ჭიამაია”- ძალიან გემრიელი, ნოყიერი და მარტივად მოსამზადებელი

80

საჭირო ინგრედიენტები:
– 300 გ ქათმის ხორცი (ღუმელში მომზადებული)
– 150 გ ყველი
– 1 კბილი ნიორი
– 230 გ პომიდორი ჩერი
– 4 კვერცხი
– ზეთისხილი კურკების გარეშე გაფორმებისთვის
– 1 კონა ოხრახუში

მომზადების წესი:
1. ხორცი კუბიკებად დაჭერით. ყველი გახეხეთ, პომიდორი ჩერი ოთხ ნაწილად გაჭერით (5 პომიდორი გაფორმებისთვის გადადეთ).

2. მოხარშეთ 4 კვერცხი, განაცალკევეთ ერთმანეთისგან გულები, ცილა და ცალ-ცალკე გახეხეთ. 

3. სალათისთვის განკუთვნილ ღრმა თეფშში საკვების შესაფუთი პოლიეთილენი ჩადეთ და გადაიტანეთ ინგრედიენტები ამ ფორმაში ფენა-ფენა.

4. ფენები: ყველი, მაიონეზი, ხორცი, მაიონეზი, პომიდვრის ნაჭრები, დაჭყლეტილი ნივრის და მაიონეზის ნარევი და ცილა. სალათა სხვა თეფშზე გადმოაბრუნეთ და პოლიეთილენი მოაშორეთ. 

5. სალათას მაიონეზი წაუსვით, გახეხილი კვერცხის გულები მოაყარეთ და გააფორმეთ პომიდვრით, მწვანილით და ზეთისხილით ისე, როგორც სურათზე ჩანს.

კომენტარი