5 წუთში მოსამზადებელი უგემრიელესი დესერტი

235

ინგრედიენტები:

შედედებული რძე- 1 ქილა;

კვერცხი- 1 ცალი;

ფქვილი- 1 ჭიქა;

სოდა- 0,5 ჩ.კ.

მომზადების წესი:

ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთს და მიღებული ცომი ჩაასხით მართკუთხა საცხობ ფორმაში, რომელზეც წინასწარ დააფენთ პერგამენტის ქაღალდს.

ცომი ფორმაში ფრთხილად გაანაწილეთ და გამოაცხვეთ აირღუმელში 5-7 წუთი.

გულსართისთვის შეგიძლიათ შეარჩიოთ ნებისმიერი კრემი. ასევე, შეგიძლიათ ბისკვიტს გადაუსვათ „ნუთელა“.

თუ კრემწასმულ დესერტს რულეტის ფორმაზე დაახვევთ და ფოლგაში შეფუთავთ, ის გაგრილდება ნელა და შედეგად მიიღებთ ფაფუკ და ნოყიერ ნამცხვარს.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი