ფრანგული ცომი “ბრიზე”, ნებისმიერი ცხობისთვის

94

ინგრედიენტები:

ფქვილი- 250 გრ.

წყალი- 3 ს.კ.

კარაქი- 150 გრ.

მარილი- მწიკვი.

მომზადების წესი:

ფქვილი ორჯერ გაცერით.

ფქვილის შუაგულში გააკეთეთ ღრმული და მასში ეტაპობრივად ჩაასხით წყალი, ხოლო შემდეგ გაყინული და გახეხილი კარაქი, დააყარეთ მწიკვი მარილი და მოზილეთ ცომი.

მიღებული ცომით გააკეთეთ ბურთი, შეახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და 30 წუთი მოათავსეთ მაცივარში.

დროის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ მოამზადოთ სასურველი დესერტი.

კომენტარი