უნგრული ღვეზელი- ნოყიერი და ძალიან გემრიელი კერძის რეცეპტი

34

საჭირო ინგრედიენტები:
– 900 გ კარტოფილი
– 2 ც. ხახვი
– 4 კბილი ნიორი
– 2 კვერცხი
– 4 ს/კ ხორბლის ფქვილი
– 1 კონა მწვანე ხახვი
– მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
– 3 ს/კ მზესუმზირის ზეთი
– 700 გ ღორის ხორცი
– 2 ც. ბულგარული წიწაკა
– 200 გ ბარდა
– 2 ც. დაფნის ფოთოლი
– პროვანსის სანელებლები გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ხორცი კუბიკებად დაჭერით, დაამატეთ მარილი და შავი პილპილი. შეწვით ხორცი ზეთში, გადაიტანეთ ქვაბში, ცოტა წყალი დაასხით, დაამატეთ დაფნის ფოთოლი. როდესაც წყალი ადუღებას დაიწყებს, ქვაბს თავსახური დააფარეთ და მოხარშეთ 50 წუთის განმავლობაში. 

2. ტაფაში დარჩენილ ზეთში შეწვით კუბიკებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ერთი დაქუცმაცებული ხახვი და 2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი. ეს ინგრედიენტები ხორცს დაუმატეთ. დაამატეთ ასევე დაკონსერვებული ბარდა. მოამზადეთ ეს ყველაფერი 20 წუთის განმავლობაში. დაამატეთ სანელებლები, ფქვილის რაოდენობის ნახევარი და მოამზადეთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში.  

3. დააქუცმაცეთ 1 ხახვი, კარტოფილი, 2 კბილი ნიორი კომბაინში. მასა 2 კვერცხს, დარჩენილ ფქვილს, დაქუცმაცებულ მწვანე ხახვს შეურიეთ. დაამატეთ მარილი. 

4. გააცხელეთ ზეთი და შეწვით ბლინები კარტოფილის მასისგან. 

5. ბრტყელ თეფშზე გადაიტანეთ კარტოფილის ბლინი, მას ხორცის შიგთავსი წაუსვით და მეორე ბლინი დააფარეთ. გაიმეორეთ ფენები სანამ ყველა ინგრედიენტი არ დამთავრდება. ღვეზელი მზადაა.

კომენტარი