უგემრიელესი მაფინები, სულ რაღაც 15 წუთში

40

ინგრედიენტები:

ხაჭო- 200 გრ.

მაგარი ყველი- 50 გრ.

პომიდორი- 1 ცალი;

ბულგარული წიწაკა- 1 ცალი;

მწვანილი- გემოვნებით;

კვერცხი- 2 ცალი;

მარილი- გემოვნებით;

ხორბლის ფქვილი- 2 ს.კ.

მომზადების წესი:

პომიდორი, მწვანილი და ბულგარული წიწაკა წვრილად დაჭერით.

ხაჭოს დაუმატეთ კვერცხი და კარგად მოურიეთ. ასევე, დაამატეთ გახეხილი ყველი, ბოსტნეული, მწვანილი, ფქვილი და მარილი გემოვნებით.

მასა გადაიტანეთ კექსის ფორმებში და მოათავსეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში 15-20 წუთი (ოქროსფერ შეფერილობამდე).

შენიშვნა: მაფინებს შეგიძლიათ დაუმატოთ სოკო, ლორი ან სასურველი სუნელი.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი