ბოსტნეულის გალეტა- გემრიელი, ნოყიერი, არომატული

20

საჭირო ინგრედიენტები:
– 1,5 ჭიქა ხორბლის ფქვილი
– 75 მლ მზესუმზირის ზეთი
– 75 მლ ღია ლუდი
– მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
– 1 ც. ხახვი
– 6 ც. პომიდორი
– 0,5 ც. ბულგარული წიწაკა
– 1 კონა ოხრახუში
– 3 ს/კ ზეითუნის ზეთი
– 1 ც. ბადრიჯანი
– 1 ც. ყაბაყი
– 1 ს/კ პროვანსის სანელებლები
– 4 კბილი ნიორი 

მომზადების წესი: 
1. მოამზადეთ ცომი. ღრმა ჯამში ფქვილი ჩაყარეთ (გაცრა აუცილებელია), დაამატეთ 1 მწიკვი მარილი, ზეთი, ლუდი. მოზილეთ ცომი. მას პირსახოცი დააფარეთ და ნახევარი საათით დატოვეთ. 

2. დააქუცმაცეთ ხახვი და შეწვით 1 ს/კ ზეთში. დაამატეთ კუბიკებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა. 4 პომიდორი გაფცქვენით, კუბიკებად დაჭერით და წიწაკას დაუმატეთ. მოშუშეთ სანამ ზედმეტი სითხე არ აორთქლდება. დაამატეთ ასევე მარილი, შავი პილპილი, დაქუცმაცებული მწვანილი. 

3. ყაბაყი, ბადრიჯანი და დარჩენილი 2 პომიდორი თხელ, მრგვალ ნაჭრებად დაჭერით. მოაყარეთ ბოსტნეულს მარილი და 5 წუთით დატოვეთ. ამის შემდეგ ნაჭრებს წყალი გადაავლეთ და გააშრეთ. 

4. ცომი გააბრტყელეთ და ჟარონაზე, პერგამენტის ქაღალდზე გადაიტანეთ. კორჟს სოუსი წაუსვით და მასზე ბოსტნეული დააწყვეთ. ცომს ისეთი ფორმა მიეცით, როგორც სურათზე ჩანს. გამოაცხვეთ ღვეზელი 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 30-35 წუთის განმავლობაში. 

5. შეურიეთ ერთმანეთს დარჩენილი ზეთი, დაქუცმაცებული ნიორი, სანელებლები. ნარევი ღვეზელს დაასხით და დააბრუნეთ ღუმელში კიდევ 10 წუთით. 

კომენტარი