ამერიკაში არსებობს კომპანია, სადაც ყველა თანამშრომელი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირია. აი, როგორ მუშაობს ის…

43

ადამიანები ერთმანეთისგან განვსხვავდებით, მაგრამ ნაწილის საზოგადოებისგან გარიყვა მათი ფიზიკური ან გონებრივი განვითარების საფუძველზე სისასტიკის მწვერვალია.

ამერიკაში გამოსავალი ოპოვეს- არსებობს კომპანიები, სადაც აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანს მუშაობა შეუძლია- წერს პორტალი BBC-ი.

მაგალითად, ერთ-ერთ ასეთი ფირმა Auticon-ია. ის მდებარეობს ლოს- ანჯელესში და დაკავებულია პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებით.

მისი დამფუძნებელი, გრეი ბენუა, ორი აუტისტი ვაჟის მამაა. მან კომპანია  2013 წელს დაარსა და დღეის მონაცემებით 150-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.

out2

„ჩვენი მისიის ძირითადი პრინციპია, მივცეთ შესაძლებლობა იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებისგან გარიყულია,“- ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.

Auticon-ში, თუ თანამშრომელს სურს ყურსასმენებით მუშაობა, ეს მისთვის ნებადართულია. გარდა ამისა, დასაქმებულებს შეუძლიათ სასურველი სამუშაო გრაფიკი თავად შეარჩიონ, თავიანთი საქმე აკეთონ სიბნელეში, კოლეგებთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ ან ისაუბრონ მხოლოდ “მესინჯერის” საშუალებით.

out3

ადამიანებისთვის, რომლებსაც აუტისტური სპექტრი აქვთ, რთულია სამსახურის შოვნა, რადგან ხშირად სხვა ადამიანებში შიშს იწვევენ, თუმცა აუტისტები ნაწილობრივ საოცარი ნიჭით არიან დაჯილდოებულნი.

მაგალითი სხვა კომპანიებმაც გადაიღეს:

გერმანული ფირმა, რომელიც ასევე პროგრამული უზრუნველყოფით არის დაკავებული, თავის ოფისში აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებს ასაქმებს. იმისათვის, რომ  მათთვის გასაუბრების პროცესი გამარტივდეს, ოფიციალური ინტერვიუს მაგივრად Lego-ს აწყობას სთავაზობს.

 

კომენტარი