ტაფაზე შემწვარი მაკარონი- სწრაფად და მარტივად

165

ინგრედიენტები:

მაკარონი- 250 გრ.

ხახვი- 1 ცალი;

სტაფილო- 1 ცალი;

წყალი- 0,4 ლ.

მცენარეული ზეთი- 25 გრ.

მარილი, პილპილი- გემოვნებით.

მომზადების წესი:

ხახვი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. სტაფილო გაფრცქვენით და გახეხეთ წვრილად.

ტაფაზე დაასხით მცენარეული ზეთი და გააცხელეთ- ჩაყარეთ ხახვი და შეწვით 2-3 წუთი, ხოლო შემდეგ დაუმატეთ სტაფილო და შეწვით 1-2 წუთი. ბოსტნეულის ნარევს დაუმატეთ მაკარონი, დააყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

ინგრედიენტებს კარგად მოურიეთ, დაასხით წყალი და დააფარეთ თავსახური. მაკარონი ბოსტნეულთან ერთად მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე 15-17 წუთი, კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ და გადმოდგით გაზქურიდან.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი