ფენებად დალაგებული მსუბუქი სალათა

64

ინგრედიენტები 1 ულუფისთვის:

გახეხილი კიტრი- 1 ცალი;

პომიდორი- 1 ცალი (გაფრცქვნილი);

მოხარშული კვერცხი- 2 ცალი (ცილის ფენა განაცალკევეთ გულსგან და გულის ფენას შეურიეთ წვრილად დაჭერილი მწვანილი);

ზეითუნის ზეთი- 1 ჩ.კ.

ლიმონის წვენი- 1 ს.კ.

100 გრ.= 99.91 კალორია.

თითოეული ულუფა სუფრასთან მიიტანეთ შუშის ჭიქით.

მომზადების წესი:

ყველა ინგრედიენტი გახეხეთ (დააქუცმაცეთ) და ჭიქაში მოათავსეთ ფენებად.

ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი დაასხით პომიდვრის და კიტრის ფენებს.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი