ღვეზელი ხაჭოს კრემით- დესერტი, რომელიც ყველას მოეწონება

503

ინგრედიენტები:
– 500 გ ხაჭო
– 4 კვერცხი
– 9 ს/კ შაქარი
– 9 ს/კ მზესუმზირის ზეთი
– 12 ს/კ ხორბლის ფქვილი
– 0,5 ჩ/კ მარილი
– 1 პაკეტი გამაფხვიერებელი
– ცუკატები, ვანილის ექსტრაქტი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. მიქსერით ათქვიფეთ 2 კვერცხი და მარილი. მასა თეთრი ფერის უნდა გახდეს და მოცულობაში ორჯერ დიდი გახდეს. 

2. დაამატეთ შაქარი, ვანილი, 9 ს/კ მცენარეული ზეთი, რძე და ფქვილი (გაცრა აუცილებელია). ცომი არაჟანზე ოდნავ სქელი კონსისტენციის უნდა იყოს. 

3. ცხობის ფორმაში პერგამენტის ქაღალდი ჩადეთ, მასში ცომის ნახევარი გადაასხით და ჩადეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 10-15 წუთით. 

4. ხაჭოს (გაცრა აუცილებელია) 1 ს/კ შაქარი, 2 კვერცხი და ცუკატები დაუმატეთ. 

5. კორჟზე კრემი გადაიტანეთ და მას დარჩენილი ცომი დაასხით. დააბრუნეთ კორჟი ღუმელში 30 წუთით. 

კომენტარი