კატლეტები ხახვის სოუსში- იდეა სადილისთვის

48

ინგრედიენტები:
– 1 კგ ხორცის ფარში
– 300 გ ქამა სოკო
– 5 ც. ხახვი
– 2 ც. სტაფილო
– 1 ც. ბულგარული წიწაკა
– 1 კვერცხი
– მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
– მზესუმზირის ზეთი

მომზადების წესი:
1. 1 ც. ხახვი დააქუცმაცეთ და ზეთში შეწვით. დაამატეთ 1 გახეხილი სტაფილო და შეწვით მომზადებამდე. მზა ნარევის ნახევარი ბლენდერში გადაიტანეთ და დააქუცმაცეთ. 

2. ფარშს ბოსტნეულის ნარევის ორივე ნაწილი, კვერცხი, მარილი და შავი პილპილი დაუმატეთ. მასას მოურიეთ და კატლეტების ფორმა მიეცით. 

3. შეწვით კატლეტები ორივე მხრიდან. დარჩენილი ხახვი მრგვალად, წიწაკა ხაზებად დაჭერით, სტაფილო გახეხეთ. სოკო შუაზე გაჭერით. 

4. ღრმა ტაფაში, ზეთში შეწვით სტაფილო და სოკო. დაამატეთ ხახვი და ბულგარული წიწაკა. მოაყარეთ ინგრედიენტებს მარილი და მასა მოშუშეთ. გადაიტანეთ ტაფაში კატლეტები, თავსახური დააფარეთ და მოშუშეთ ნელ ცეცხლზე ხახვის მომზადებამდე. 

კომენტარი