ქათმის ფილე ფრანგულად- ნოყიერი და გემრიელია

231

ინგრედიენტები:
– 1 კგ ხახვი
– 1 კგ ქათმის ფილე
– 500 მლ ქათმის ბულიონი
– 100 გ ყველი
– 4 ს/კ ზეითუნის ზეთი
– 2 ს/კ ხორბლის ფქვილი
– 2 ჩ/კ სოუსი ბალზამიკო
– 0,5 ჩ/კ სალბი
– მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
– 1 ჩ/კ შაქარი

მომზადების წესი:

1. ხახვი გაფცქვენით და მრგვალ, თხელ ნაჭრებად დაჭერით. 2 ს/კ ზეთში შეწვით ხახვი, დაამატეთ შაქარი, მარილი, შავი პილპილი, მოურიეთ და მოამზადეთ საშუალო ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. დაამატეთ ბალზამიკო და 3 წუთში ხახვი თეფშზე გადაიტანეთ. 

2. ფილეს მარილი, სანელებლები მოაყარეთ. გააცხელეთ ტაფაში დარჩენილი ზეთი და შეწვით ფილე- ის მოყავისფრო უნდა გახდეს. ფილე თეფშზე გადაიტანეთ.

3. ტაფაში დარჩენილ ზეთში ფქვილი ჩაყარეთ, გაათბეთ, დაამატეთ ბულიონი, აადუღეთ და მოხარშეთ სოუსი საშუალო ცეცხლზე 5-7 წუთის განმავლობაში კონსისტენციის გასქელებამდე. 

4. გადაასხით სოუსი ფორმაში, დაამატეთ ხახვი, ფილე. ინგრედიენტებს გახეხილი ყველი მოაყარეთ და მოამზადეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 10-15 წუთის განმავლობაში. 

კომენტარი