მაფინები მურაბით- გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი დესერტი

580

საჭირო ინგრედიენტები:
– 240 გ ფქვილი
– 1 ს/კ გამაფხვიერებელი
– 1,5 ჩ/კ დარიჩინი
– 1 კვერცხი
– 130 გ შაქარი
– 260 მლ რძე
– 80 მლ მცენარეული ზეთი
– 4 ს/კ მურაბა

მომზადების წესი:

1. ფქვილს (გაცრა აუცილებელია) გამაფხვიერებელი და 1/2 ჩ/კ დარიჩინი შეურიეთ. 

2. ათქვიფეთ 1 კვერცხი, დაამატეთ 90 გ შაქარი, ზეთი და რძე. ინგრედიენტებს მოურიეთ და ორი ნარევი შეაერთეთ. 

3. მაფინების ფორმებში გადაიტანეთ 1 ს/კ ცომი, შემდეგ, 1 ჩ/კ მურაბა და ისევ ცომი. ცომმა მურაბის ფენა უნდა დაფაროს.

4. 40 გ შაქარს დარჩენილი დარიჩინი შეურიეთ და მაფინებს მოაყარეთ. 

5. გამოაცხვეთ დესერტი 20-25 წუთის განმავლობაში 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში. მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ. 

კომენტარი