კრემი “სველი ბეზე”- იდეალური ვარიანტი დესერტების გაფორმებისთვის

671

ინგრედიენტები:
– 4 კვერცხის ცილა
– 1 ჭიქა შაქარი
– 1/4 ჩ/კ ლიმონის მჟავა
 
მომზადების წესი:

1. ოდნავ ათქვიფეთ ცილა მიქსერით. დაამატეთ შაქარი და ლიმონის მჟავა. ათქვიფეთ მასა 1-2 წუთის განმავლობაში.

2. დადგით ჭურჭელი კრემით წყლის აბაზანაზე და ათქვიფეთ მასა მიქსერით 10-15 წუთის განმავლობაში.  

3. როდესაც კრემი სქელი კონსისტენციის გახდება, ის ცეცხლიდან გადმოდგით და ათქვიფეთ კიდევ 3-4 წუთის განმავლობაში. კრემი მზადაა- მას გაცივება აცადეთ და გამოიყენეთ გაფორმებისთვის. 

კომენტარი