სალათა ქათმის ღვიძლით, სტაფილოთი და ხახვით

232

ინგრედიენტები:
– 400 გ ქათმის ღვიძლი
– 100 გ სტაფილო კორეულად
– 2 ც. ხახვი
– 2-3 ც. მჟავე კიტრი
– მაიონეზი გემოვნებით
– მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ხახვი დააქუცმაცეთ და შეწვით ზეთში- ის ოქროსფერი უნდა გახდეს. დაამატეთ ცოტა მარილი. 

2. ქათმის ღვიძლი მოხარშეთ 10 წუთის განმავლობაში, დაამატეთ მარილი, მოამზადეთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში, წყლიდან ამოიღეთ, გაცივება აცადეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით. 

3. შეურიეთ ერთმანეთს ხახვი, ქათმის ღვიძლი, კორეული სტაფილო, დაქუცმაცებული კიტრი და მაიონეზი. სალათა მზადაა. 

კომენტარი