ქათმის ნოყიერი კატლეტი საიდუმლო ინგრედიენტით

284

ინგრედიენტები:

ქათმის ფარში- 500 გრ.

კვერცხი- 1ცალილ

შვრიის ფანტელი- 0,5 ჭიქა;

რძე ან წყალი- 0,5 ჭიქა;

ხახვი- 1 ცალი;

ნიორი- 2 კბილი;

შავი პილპილი, მარილი, პაპრიკა- გემოვნებით;

მცენარეული ზეთი- შესაწვავად.

მომზადების წესი:

კვერცხთან ერთად ათქვიფეთ რძე ან წყალი, ნარევი დაუმატეთ შვრიის ფანტელს და დატოვეთ 20 წუთი.

ხახვი დაჭერით, ნიორი დააქუცმაცეთ და დაუმატეთ ქათმის ფარშს.

გაღვივებულ შვრიის ფანტელს დაუმატეთ პაპრიკა, პილპილი, მარილი და შეურიეთ ფარშის ნარევს.

კატლეტი შეწვით ტაფაზე, მცენარეულ ზეთში ორივე მხარეს (შეწვა დაიწყეთ ძლიერ ცეცხლზე, ხოლო შემდეგ შეამცირეთ).

შესაწვავად გამზადებული ფარში შეგიძლიათ, ტაფაზე მოთავსებამდე, ამოავლოთ დაქუცმაცებულ ნიგოზში ან მიწისთხილში. შედეგად მიიღებთ ხრაშუნა კატლეტებს და განსხვავებულ გემოს.

ამ მეთოდით მომზადებული კატლეტი სასურველია სუფრასთან მიიტანოთ არაჟანთან ან მომჟავო-მოტკბო სოუსთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი