მწვანე კოქტეილი, რომელიც ცხიმებს წვავს

162

გემრიელი და სასარგებლო კოქტეილი, რომელიც ეფექტურად ებრძვის ცხიმებს, ხოლო თუ მას შეუთავსებთ ვარჯიშს, შედეგი საოცარი იქნება.

ინგრედიენტები ერთი ულუფისთვის:

კივი- 1 ცალი;

ლიმონი- ორი რგოლი კანიანად;

ოხრახუში- 10 ღერო (ბოლოები მოჭერით);

პიტნა- 8 ღერო;

არაგაზირებული, მინერალური წყალი- 100 გრ.

თაფლი (სურვილისამებრ)- 1-2 ჩ.კ.

შენიშვნა: კოქტეილს შაქარი არ დაუმატოთ.

მომზადების წესი:

კივი გაფრცქვენით და დაჭერით 4-5 ნაწილად და მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ ორი თხელი ლიმონის ნაჭერი, ოხრახუში, პიტნის ფოთლები, წყალი,  თაფლი (სურვილისამებრ) და დააბლენდერეთ.

გამზადებული კოქტეილი გადაიტანეთ სასურველ ჭიქაში და მაშინვე დალიეთ.

კომენტარი