რაც უფრო ჭკვიანია ბავშვი, მით უფრო ხშირად იღვიძებს ღამე და ცოტა სძინავს

216

თქვენს შვილს ღამე არ სძინავს? არ ინერვიულოთ: სპეციალისტების აზრით ეს მაღალი ინტელექტის ნიშანია.

კვლევის თანახმად, სხვა ბავშვებთან შედარებით მაღალი ინტელექტის მქონე პატარას ნაკლები ძილი სჭირდება.

ბრისტოლის უნივერსიტეტის პროფესორის პიტერ ფლემინგის  თქმით, ახალშობილები, რომლებიც ხშირად იღვიძებენ, ჩვეულებრივ მეტად მაღალი ინტელექტი და ფსიქიკური ჯანმრთელობა აქვთ:

„არსებობს კავშირი მაღალ ინტელექტს, საერთო განვითარებასა და წყვეტილ ძილს შორის.“

მეტიც, ფლემინგის თქმით, წარმოდგენა იმისა, რომ ახალშობილს მთელი ღამე შესვენების გარეშე უნდა ეძინოს,- მითია. ევოლუციის ფაქტორებიდან გამომდინარე, ბავშვისთვის უკეთესია, თუ ღამის განმავლობაში ხშირად იღვიძებს.

„ბავშვისთვის ხანგრძლივი ძილი სასარგებლო არ არის. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ დიდი დროით ძილს რაიმე სარგებელი მოაქვს. შესაძლოა, ეს ის არ არის, რისი მოსმენაც მშობლებს სურთ,“- ამბობს პროფესორი.

ფლემინგის თქმით, პატარებს ძალიან მოსწონთ დღის ძილი, ხოლო ხშირ შემთხვევაში ისინი იღვიძებენ 18:00- დან შუა ღამემდე.

„ბიოლოგიური თვალსაზრისით ეს ბავშვისთვის უპირატესობას წარმოადგენს, რადგან ღამე სიფხიზლით, მას შეუძლია მშობლისგან მაქსიმალური ყურადღება მიიღოს.  პატარას ქცევა ბიოლოგიურად გამართლებული და გონივრულია,“- აღნიშნავს ფლემინგი.

ნორტ-დამის უნივერსიტეტის პროფესორის, ფსიქოლოგ დასია ნარვაესის თქმით, ზრდასრული ადამიანები და ბავშვები უწყვეტი ღამის ძილს შეგუებულნი არ არიან.

„ზრდასრულ ადამიანს შეუძლია მთელი ღამე არ დაიძინოს, მას უბრალოდ არ ახსოვს, რომ ღამის განმავლობაში რეგულარულად ეღვიძებოდა. ღამე 8 საათი გვძინავს, ხოლო დღე ვმუშაობთ, მაგრამ თუ კაცობრიობის ისტორიას გადავხედავთ, ეს არ არის ნორმალური,“- ამბობს ფსიქოლოგი.

ბავშვი იბადება ნაკლებად განვითარებული, ვიდრე სხვა ძუძუმწოვრები, ამიტომ, მისი ტვინი ჯერ კიდევ არ არის შეგუებული სასიცოცხლო უნარებს.

„ადამიანი, ახალშობილ ცხოველებთან შედარებით, 9-დან 18 თვემდე იბადება. პატარა ცხოველებს შეუძლიათ სიარული და დამოუკიდებლად ჭამა, ხოლო ჩვენ ეს არ შეგვიძლია. ამიტომ, ახალშობილი უნდა იყოს სიმშვიდეში, სანამ მისი ტვინის სისტემა ვითარდება, რადგან ბავშვის ტვინის მხოლოდ 25% მუშაობს,“- ამბობს პროფესორი ნარვაესი.

თუ სპეციალისტების კვლევებს დაუჯერებთ, თუ ბავშვი ღამის 2 საათზე გაგაღვიძებთ- არ შეშინდეთ. იამაყეთ, რომ თქვენ პატარა გენიოსი გყავთ.

კომენტარი