ძაფი მაჯაზე- რა ფერი ავირჩიოთ?

39

ალბათ ყველას სმენია მაჯაზე გაკეთებული წითელი ძაფის თვისებების შესახებ. მაგრამ თურმე, სხვა ფერის ძაფების დახმარებითაც შესაძლებელია მიიზიდოთ თქვენს ცხოვრებაში ის, რაც გჭირდებათ. 

მწვანე ფერის ძაფი
ითვლება, რომ მწვანე ფერის ძაფი ადამიანს ნეგატივისგან, ავადმყოფობისგან და შურისგან იცავს. ასეთი ძაფი ადამიანს ენერგიულს ხდის და მას ბედნიერებას ჩუქნის.   

ნარინჯისფერი ძაფი
ასეთი ფერის ძაფი გარშემომყოფებთან კომუნიკაციაში გეხმარებათ. ითვლება, რომ ის წარმატების მომტანია. 

ვარდისფერი ძაფი
ეს არის კარგი სასიყვარულო თილისმა, რომელიც ქალურ ენერგიას აძლიერებს. 

ყვითელი ძაფი
ყვითელი ფერის ძაფი დაგეხმარებათ იპოვოთ შთაგონება. ამ ფერის ძაფს იკეთებენ სტუდენტები, მოსწავლეები, ადამიანები, რომელთა საქმიანობა ხელოვნებას და კრეატივს უკავშირდება. ყვითელი ძაფი ცუდი თვალისგან იცავს. 

ლურჯი ფერის ძაფი
ლურჯი ფერის ძაფი მათთვისაა, ვინც ეძებს პასუხს მნიშვნელოვან კითხვაზე და ვისაც კარგი რჩევა სჭირდება. მისი დახმარებით, შესაძლებელია პრობლემების გადაჭრა და შიშის დამარცხება.

მუქი ლურჯი ფერის ძაფი
ითვლება, რომ ამ ფერის ძაფი წარმატების მომტანია. ადამიანს არ გაუჭირდება მნიშვნელოვან საქმეებზე კონცენტრირება. მისი დახმარებით ის იპოვის ჰარმონიას და სიმშვიდეს. თურმე მუქი ლურჯი ფერის ძაფი ინტუიციასაც აძლიერებს.

კომენტარი