თქვენი სახლი შესაძლოა  თავის ტკივილის, ხველის ან გრიპის მიზეზი იყოს. როგორ გავწმინდოთ ოთახები?

86

ჩეულებრივ ნიღბებს ქუჩაში სიარულისას ვიყენებთ, რათა თავი დავიცვათ ბაქტერიებისგან,- წერს გამოცემა Smart Parenting-ი. სახლში კი შეგიძლიათ მთელი გულით ამოისუნთქოთ და არ იფიქროთ იმაზე, თუ რამდენი ბაქტერიაა ოთახებში, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ არის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, სახლში ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის შედეგადაც წელიწადში 3,8 მლ. ადამიანი კვდება.

ინტერიერის დაბინძურების მიზეზები განსხვავებულია. და აი, რამდენიმე მათგანი:

სიგარეტის კვამლი, ასევე ნამწვი, რომელიც გაზქურის ჩართვისას გამოიყოფა.

ნამწვი იწვევს ბრონქიტს, გულის დაავადებასა და ემფიზემას.

ჭარბი ტენიანობა

იქ, სადაც ნესტია, ჩნდება ობი და ოთახის მტვრის ტკიპა. ამ უკანასკნელთან კონტაქტისას ადამიანს შესაძლოა განუვითარდეს ასთმა ან ალერგია. ჭარბი ტენიანობა მავნეა არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობისთვის, არამედ ავეჯისთვისაც, განსაკუთრებით ეს ეხება ხის ავეჯს.

სხვადახვა ჭუჭყიანი მოწყობილობები

იმ შემთხვევაში თუ გაზქურასთან გამწოვი არ გაქვთ, აირის ნამწვი მთელს სახლში ვრცელდება. ოთახებში ნახშირბადის მონოქსიდის (მხუთავი აირი) მაღალმა დონემ შესაძლოა ლეტალური შედეგი გამოიწვიოს.

მხუთავი აირის მცირე რაოდენობა იწვევს ქრონიკულ დაღლილობას, გულის დაავადებას და ბავშვებში ასთმის შეტევას.

აქროლვადი ორგანული ნაერთები

ეს ქიმიური ნაერთების ჯგუფია, რომლის ძირითად შემადგენლობაშიც კარბონია. ის გამოიყოფა ხის ნაკეთობებისგან, საღებავისგან, წებოსგან, ჰაერის გამწმენდი საშუალებებისგან, ჰიგიენური საშუალებების მოხმარებით და სხვა.

გარდა ამისა, აქროლვადი ორგანული ნაერთები შეიძლება საკვების მომზადების დროსაც გავრცელდეს. ასევე, ქიმიკატებით წმენდისას, თამბაქოს კვამლისას და ა.შ.

კვლევები აჩვენებენ, რომ აქროლვადი ორგანული ნაერთების რაოდენობა 2-3 ჯერ მეტია სახლში, ვიდრე ქუჩაში.

როგორ გამოვასწოროთ სახლში ჰაერის ხარისხი? (რამდენიმე რჩევა)

გამოიყენეთ მცენარეები, რომელიც ჰაერის წმენდას ხელს უწყობს

ნასას კვლევის თანახმად, მსგავსი მცენარე სულ 17 სახეობას მოიცავს: ფინიკის პალმა, ქლოროფოტუმი, ეპიპრემნუმი და სხვა. გააფორმეთ ამ მცენარეებით თქვენი სახლი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისინი წმენდს ჰაერს და ასევე ძალიან ლამაზია.

არ მოსწიოთ თამბაქო შენობაში

კვლევის თანახმად, 1964 წლიდან მოყოლებული დღემდე 2 500 000 არამწეველი ადამიანი მოკვდა ჯანმრთელობის პრობლემების გამო, რისი მიზეზიც პასიური მწეველობა იყო.

შეეცადეთ თქვენი ბინა არამწეველთა სახლი გახდეს. არავის დართოთ ნება შენობაში მოიხმაროს თამბაქო. გაუფრთხილდით თქვენს ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

შეარჩიეთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები

ყურადღება მიაქციეთ კვების პროდუქტებს. დააკვირდით ინგრედიენტების ჩამონათვალს. ეცადეთ შეარჩიოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები- ეს ეხება სახლის დასუფთავების საშუალებებსაც. ისინი არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ნივთიერებებს.

შეამოწმეთ სახლის ტენიანობა

მოიწვიეთ სპეციალისტი, რომელიც ზედმიწევნით შეამოწმებს არის თუ არა თქვენს სახლში ობი და სოკო. თქვენის მხრივ კარგად შეამოწმეთ თაროები, მილები, ონკანი და სხვა მოწყობილობები, რომლებიც ტენიანობის ზემოქმედების ქვეშ არის.

არ დაგავიწყდეთ, ყოველი გამოყენების შემდეგ სააბაზანო ოთახის განიავება, ამისათვის კარი რამდენიმე წუთი დატოვეთ ღია ან თუ სააბაზანოს ფანჯარა აქვს ნახევარი საათი გააღეთ.

ხშირად დაალაგეთ სახლი

ავეჯი მტვრისან გაწმინდეთ, რაც შეიძლება ხშირად. დარწმუნდით, რომ  მტვერსასრუტით მტვერი აიღეთ არა მხოლოდ სავარძლის ქვეშ, არამედ სხვა რთულად მისადგომ ადგილებშიც. კვირაში რამდენჯერმე გაწმინდეთ ლეიბი და მატრასი.

კომენტარი