ცხიმიანი საკვები IQ-ს დონეს 9 დღეში ამცირებს

74

კვლევების თანახმად, ე.წ. „ფასტუფუდების“ მიღებით, სულ რაღაც 9 დღეში შესაძლებელია ადამიანის IQ -ს დონე 20%-ით შემცირდეს,- წერს გამოცემა PsyBlog-ი.

ამ დასკვნამდე მივიდნენ ვირთხებზე ექსპერიმენტის პროცესში მკვლევარები.

„ლორით კვების შემდეგ მღრღნელები ჩვენს თვალწინ კარგავდნენ ყველა იმ ცოდნას, რაც კი აქამდე უსწავლიათ,- ამბობს სპეციალისტი,– კონკრეტულად კი, ლაბირინთებში სიარულს. მათ ზოგადად გადაადგილებაც კი აღარ უნდოდათ. ამასთანავე, მათი კანის უჯრედები ჟანგბადს ცუდად იღებდა, რაც მათი ფიზიკური აქტივობისთვის მნიშვნელოვანია“.

ვირთხები მეორე ჯგუფში, რომლებსაც ნაკლებ ცხიმიანი პროდუქტით იკვებებოდნენ, რჩებოდნენ აქტიურნი და საზრიანები.

ექსპერიმენტის ერთ-ერთი ავტორი კირან კლარკი აღნიშნავს:

„ეს საოცარი შედეგია. კვლევები აჩვენებს, რომ ცხიმიანი საკვების მცირე დროით მიღებამაც კი შეიძლება იმოქმედოს ფიზიკურ აქტიურობას, მეტაბოლიზმს და გენურ გამოხატულებაზე.“

„უნდა აღინიშნოს, რომ ნივთიერებათა ცვლის მხრივ ადამიანებსა და ვირთხებს შორის დიდი სხვაობა არ არის. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ექსპერიმენტი ადამიანებს დააფიქრებს და მაქსიმალურად შეამცირებენ კვების რაციონში ცხიმის გამოყენებას,“- ამბობს კვლევის ხელმძღვანელი ენდრიუ მიურეი.

პროფესორი ჯერემი პირსონგი აღნიშნავს: „მოუთმენლად ველოდებით ანალოგიურ ექსპერიმენტს მოხალისე ადამიანებზე. მათ უნდა მეტი გვიამბონ, თუ როგორ მოქმედებს გულზე ხანმოკლე პერიოდში  ცხიმის მიღება .

ჩვენ უკვე ზუსტად ვიცით: იმისათვის, რომ გული ჯანმრთელად შევინარჩუნოთ, აუცილებელია შევამციროთ პროდუქტების მიღება, რომელიც მაღალი რაოდენობით ცხიმს შეიცავს”.

კომენტარი