უგემრიელესი “პიშკების” მარტივი რეცეპტი

53

საჭირო ინგრედიენტები:
– 500 მლ წყალი
– 1 ს/კ შაქარი
– 2 ჩ/კ მარილი
– 1 ჩ/კ მშრალი საფუარი
– 540 გ ხორბლის ფქვილი
– 4 ს/კ ნაღების კარაქი
– 1 ს/კ ზეითუნის ზეთი 
– იტალიური სანელებლები, შაქრის და დარიჩინის ნარევი, ან გახეხილი ყველი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. საფუარი ფქვილს (გაცრა აუცილებელია), შაქარს და 2 ჩ/კ მარილს შეურიეთ. დაამატეთ 360 მლ თბილი წყალი და გამლღვარი კარაქი. მოზილეთ რბილი ცომი და დატოვეთ თბილ ადგილას 1 საათით. 

2. ცომი 4 ნაწილად გაყავით. ყოველ ნაწილს ძეხვის ფორმა მიეცით და ნაჭრებად დაჭერით. 

3. ნაჭრები ჟარონაზე, პერგამენტის ქაღალდზე გადაიტანეთ. გამოაცხვეთ 220 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 7-10 წუთის განმავლობაში. პიშკებს ზეთი წაუსვით, იტალიური სანელებლები, ყველი, ან შაქრის და დარიჩინის ნარევი მოაყარეთ და დააბრუნეთ ღუმელში კიდევ 5 წუთით. 

კომენტარი