“კანტუჩი”- დესერტი შოკოლადით და თხილით, რომლის გემო ყველას მოეწონება!

24

საჭირო ინგრედიენტები:
– 400 გ ხორბლის ფქვილი
– 200 გ შაქარი
– 3 კვერცხი
– 65 გ ნაღების კარაქი
– 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
– 1 მწიკვი მარილი
– 1 ჩ/კ ვანილის შაქარი
– 150 გ ტყის თხილი 
– 60 გ შოკოლადი

მომზადების წესი:

1. გამლღვარ კარაქს შაქარი და 3 კვერცხი შეურიეთ. მასა ჩანგლით ათქვიფეთ. 

2. დაამატეთ ფქვილი (გაცრა აუცილებელია), გამაფხვიერებელი, მარილი, ვანილის შაქარი, შოკოლადის პატარა ნაჭრები და თხილი. მოზილეთ ცომი. 

3. ცომი სამ ნაწილად გაყავით და რულეტების ფორმა მიეცით. გადაიტანეთ ცომი ჟარონაზე, პერგამენტის ქაღალდზე და გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 25 წუთის განმავლობაში.   

4. მზა დესერტს გაცივება აცადეთ და პორციულ ნაჭრებად დიაგონალზე დაჭერით. გადაიტანეთ ნაჭრები ჟარონაზე ისე, როგორც სურათზე ჩანს და დააბრუნეთ ღუმელში კიდევ 10 წუთით. 

კომენტარი