ღუმელში მომზადებული სკუმბრია კარტოფილით

104

საჭირო ინგრედიენტები:
– 1 კგ კარტოფილი
– 600 გ სკუმბრია
– 150 გ ყველი
– მაიონეზი, მარილი, შავი პილპილი, მზესუმზირის ზეთი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. კარტოფილი გაფცქვენით, მრგვალად დაჭერით და მოხარშეთ 2-3 წუთის განმავლობაში. 

2. თევზი გაასუფთავეთ ფხებისგან და ნაჭრებად დაჭერით. ყველი გახეხეთ. 

3. ცხობის ფორმას ზეთი წაუსვით. გადაიტანეთ ფორმაში ინგრედიენტები ფენა-ფენა: კარტოფილის რაოდენობის ნახევარი, თევზის ნაჭრები და დარჩენილი კარტოფილი. ყოველ ფენას მარილი, შავი პილპილი მოაყარეთ და მაიონეზი წაუსვით. კერძს ყველი მოაყარეთ და მოამზადეთ 190 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში.

კომენტარი