როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი შოკოლადის სოუსი ბლინებისთვის?

123

საჭირო ინგრედიენტები:
– 110 გ შავი შოკოლადი
– 150 მლ ნაღები
– 0,5 ჭიქა შაქარი
– 3 ს/კ თაფლი
– 2 ს/კ ნაღების კარაქი
– 1 მწიკვი მარილი
– 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი

მომზადების წესი:

1. დააქუცმაცეთ შოკოლადი და რაოდენობის ნახევარი პატარა ქვაბში გადაიტანეთ. დაამატეთ თაფლი, შაქარი, ნაღები, კარაქი და 1 მწიკვი მარილი. დადგით ქვაბი ცეცხლზე. როდესაც სოუსის ზედაპირზე ბუშტუკებს დაინახავთ, ქვაბი ნელ ცეცხლზე გადმოდგით და მოხარშეთ მასა კიდევ 7-10 წუთის განმავლობაში. მომზადების პროცესის დროს სოუსს ინტენსიურად უნდა მოურიოთ. 

2. ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით, დაამატეთ დარჩენილი შოკოლადი, ვანილი და მოურიეთ სოუსს კიდევ 5 წუთის განმავლობაში გასქელებამდე. 

კომენტარი