ქათმის ფილეს ნაჭრები ყველით (ფოტო რეცეპტი)

77

ინგრედიენტები:

ქათმის ფილე- 500 გრ.

ყველი- 150 გრ.

კვერცხი- 2 ცალი;

მაიონეზი- 3 ს.კ.

ფქვილი- 3 ს.კ.

ქინძი;

მარილი, პილპილი, ცხიმი შესაწვავად.

მომზადების წესი:

ქათმის ფილე დაჭერით პროპორციულ ნაჭრებად, დაბეგვეთ, დააყარეთ მარილი და პილპილი- ცოტა ხანს დატოვეთ.

ცალკე ჯამში კვერცხი, მაიონეზი, ფქვილი და მწვანილი ერთმანეთს კარგად აურიეთ, დაუმატეთ ცოტა მარილი და პილპილი.

ყველი გახეხეთ.

ფილეს ყოველ ნაჭერზე კოვზით გადაიტანეთ გამზადებული კვერცხის სოუსი, ხოლო შემდეგ მოათავსეთ ცხიმიან, ცხელ  ტაფაზე, ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ყველი.

დარჩენილი კვერცხის სოუსი კოვზით ფრთხილად დაამატეთ ტაფაზე და ფილე შეწვით ორივე მხარეს.

გამზადებული ქათმის ფილე სუფრასთან მიიტანეთ სასურველ გარნირთან ერთად.

იხილეთ ფოტო რეცეპტი:

2

3

4

5

6

7

8

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი