უგემრიელესი სადღესასწაულო სალათა „კორიდა“

83

ინგრედიენტები და მომზადების წესი:

არაჩვეულებრივი გემოს მქონე სალათა მზადდება ფენებად.

ფენა 1: პომიდორი (3-4 ცალი). ამ სალათისთვის შეარჩიეთ კარგი ხარისხის პომიდორი, შეიძლება  „ჩერიც“ (400 გრ), დაჭერით პატარა ზომის კუბიკებად, დააყარეთ მარილი, დაქუცმაცებული ნიორი (2 კბილი), ხოლო შემდეგ პომიდვრის წვენი გადაწურეთ (ეს აუცილებელია, რათა სალათას ძირი ტენიანი არ იყოს).  პომიდორი მოათავსეთ სასალათე თასში და ზემოდან თხლად გადაუსვით მაიონეზი.

ფენა 2: კიბორჩხალის ჩხირები (1 შეკვრა) დაჭერით პატარა ზომის ნაჭრებად და გაანაწილეთ პომიდორზე, ზემოდან ისევ გადაუსვით მაიონეზი.

ფენა 3: დაკონსერვებული სიმინდი (1 პატარა ქილა). მაიონეზი.

ფენა 4: ყველი (ნებისმიერი, გარდა მყარი ფაქტურის)- 200 გრ. გახეხეთ და გაანაწილეთ სიმინდის ზემოდან, შემდგ თხლად გადაუსვით მაიონეზი და ბოლოს გააფორმეთ გამომშრალი პურის კუბიკებით.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი