გემრიელი ბლინები ყველით და მწვანილით- რეცეპტი, რომელიც ყველას მოეწონება!

104

ეს ყველის ბლინები ნამდვილი შედევრია. ეს არის უგემრიელესი და ნოყიერი კერძი, რომლის მომზადება აუცილებლად უნდა ისწავლოთ. 

ინგრედიენტები:
– 2 კვერცხი
– 1 ჩ/კ მარილი
– 1 ჩ/კ შაქარი
– 300 მლ წყალი
– 200 გ ფქვილი
– 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი 
– 50 მლ მცენარეული ზეთი
– 150 გ ყველი
– 1 კბილი ნიორი
– 1 პატარა კონა მწვანილი

მომზადების წესი:
– შეურიეთ ერთმანეთს კვერცხი, შაქარი, მარილი და ათქვიფეთ მიქსერით საშუალო სიჩქარეზე. დაამატეთ წყალი. 

– შეურიეთ ერთმანეთს ფქვილი, გამაფხვიერებელი, ეს მშრალი ინგრედიენტები კვერცხის მასაში ჩაყარეთ და მიქსერით მოურიეთ. დაამატეთ მცენარეული ზეთი. 

– ყველი გახეხეთ, მწვანილი დააქუცმაცეთ, ნიორი დაჭყლიტეთ. დაამატეთ ინგრედიენტები ცომში და კარგად მოურიეთ. ბლინები გაცხელებულ ტაფაზე შეწვით- გემრიელია!

კომენტარი