ყვავილოვანი კომბოსტო პოლონურად- ნოყიერი და ძალიან გემრიელი კერძია!

235

საჭირო ინგრედიენტები:

– 400 გ ყვავილოვანი კომბოსტო
– 2 კვერცხი
– 3 ს/კ არაჟანი
– 30 გ ყველი
– 3 ს/კ საფანელი
– 1 ჩ/კ თაფლი
– 2 ჩ/კ ხორბლის ფქვილი
– 0, 5 ჩ/კ პაპრიკა
– 1 ს/კ წყალი
– 2 ს/კ მზესუმზირის ზეთი
– მარილი, შავი პილპილი, მწვანილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. 2 კვერცხი მოხარშეთ. კომბოსტო ნაჭრებად დაჭერით და მოხარშეთ მდუღარე მარილიან წყალში დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. 

2. საფანელს გახეხილი ყველი და პაპრიკა შეურიეთ. 

3. ზეთს თაფლი შეურით. თუ თაფლი სქელი კონსისტენციისაა ის წყლის აბაზანაზე გაათბეთ. დაამატეთ ასევე არაჟანი, მარილი, შავი პილპილი და ფქვილი. სოუსს კარგად მოურიეთ. 

4. ცხობის ფორმაში კომბოსტო გადაიტანეთ, მას სოუსის ნახევარი დაასხით. შემდეგი ფენები- 2 დაქუცმაცებული კვერცხი, მწვანილი, დარჩენილი სოუსი და საფანელის ნარევი. 

5. გამოაცხვეთ კერძი 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 10-15 წუთის განმავლობაში. 

კომენტარი