ტკბილეული ბანანით და შოკოლადით- დესერტის უმარტივესი რეცეპტი!

118

ინგრედიენტები:
– 300 გ ორცხობილა
– 1 ც. ბანანი
– 1-2 ს/კ მოხარშული შესქელებული რძე
– 2 ს/კ ნიგოზი
– 50 გ შავი შოკოლადი

მომზადების წესი:

1. ბანანი ნაჭრებად დაჭერით, ნიგოზი დააქუცმაცეთ, ხოლო შოკოლადი წყლის აბაზანაზე დაადნეთ. 

2. ორცხობილა ბლენდერის დახმარებით დააქუცმაცეთ და შესქელებულ რძეს შეურიეთ. ერთგვაროვანი კონსისტენციის მასა უნდა მიიღოთ. 

3. მასას ძეხვის ფორმა მიეცით და პატარა ნაჭრებად დაჭერით. ყოველი ნაჭერი ოდნავ გააბრტყელეთ, ცენტრში ბანანის ნაჭერი მოათავსეთ.

4. “ცომს” ბურთულას ფორმა მიეცით, დამდნარი შოკოლადი დაასხით და დაქუცმაცებულ ნიგოზში ამოავლეთ. მზა ტკბილეული რამდენიმე წუთით საყინულეში ჩადეთ. 

კომენტარი