შემწვარი კარტოფილი ფრანგული რეცეპტით

860

ინგრედიენტები:

ღორის ხორცი;

კარტოფილი;

ხახვი და ნიორი;

მარილი, პილპილი;

პომიდორი;

ყველი;

მწვანილი.

მომზადების წესი:

ღორის ხორცი (შესაძლებელი ნებისმიერი სხვა ხორცი) დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და შეწვით მცირე რაოდენობის ზეთში მაღალ ცეცხლზე, ხოლო შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი კარტოფილი, დატოვეთ ცეცხლზე 10-15 წუთი თავსახურის გარეშე, ეტაპობრივად მოურიეთ.

ინგრედიენტებს დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და დაქუცმაცებული ნიორი, დააყარეთ მარილი, პილპილი და დატოვეთ ცეცხლზე კიდევ 5 წუთი, მოურიეთ, დაუმატეთ კიდევ ცოტა მარილი და პილპილი.

როდესაც კარტოფილი თითქმის მზად იქნება, მის ზემოდან გაანაწილეთ მრგვალ ნაჭრებად დაჭრილი პომიდორი (ცოტა მარილი დაუმატეთ), ასევე მოაფრქვიეთ გახეხილი ყველი და დააფარეთ თავსახური. სანამ ყველი არ დადნება დატოვეთ ცეცხლზე. ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და გაზქურა გამორთეთ.

იხილეთ ფოტო რეცეპტი:

2

3

4

5

1

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი