ერთი ჭიქა ყავა სიბერეში გონებრივი დაქვეითებისგან დაგიცავთ

51

დილის ყავა არა მხოლოდ გამოგაცოცხლებთ, ეს უგემრიელესი სასმელი სიბერის ჟამს გადაგარჩენთ გონებრივი ჩამორჩენისგან.

ამ დასკვნამდე მივიდნენ მკვლევარები, – წერს გამოცემა Daily Mail-ი.

სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ყოველ დილით ერთი ჭიქა ყავის დალევით, შეგიძლიათ თავი დააღწიოთ დემენციის და პარკინსონის დაავადებას.

ამ მხრივ გაცილებით სასარგებლოა მუქი შეფერილობის მოხალული ყავის კაკლები, იმ შემთხვევაშიც კი თუ მასში კოფეინი არ არის.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ყავის მარცვლების მოხალვის პროცესის დროს, ის თავისუფლდება ქიმიური ნივთიერებისგან. კერძოდ კი ფენილინდალისგან, რომელიც ხელს უშლის პროტეინების წარმოქმნას და პასუხისმგებელია დაავადებების განვითარებაზე.

ყავა წამალი არ არის ან პროფილაქტიკისთვის სამკურნალო მედიკამენტი, თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დღეში ერთი ჭიქა ყავის მიღება ზიანს არავის მოუტანს და სამომავლო პრევენციისთვის სასარგებლოა.

კომენტარი