რას ამბობს ჭიპის ფორმა თქვენს პიროვნულ თვისებებზე?

180

ფსიქოლოგების აზრით ჭიპის ფორმით შესაძლებელია ადამიანის ხასიათის გამოვლენა. დიახ, ეს თეორია შესაძლოა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ უმჯობესია შევამოწმოთ,- წერს გამოცემა Apost-ი.

და აი, ჭიპის 6 სახეობა. შეარჩიეთ თქვენი და შეიტყვეთ თქვენივე ქვეცნობიერი

chipi

წინ წამოწეული ჭიპი: ძლიერი ხასიათი გაქვთ. ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ჯიუტად ან დაჟინებით. მიუხედავად ამისა, ერთგული ხართ თქვენი რწმენის. მოგწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა. სიყვარული და შეჩვევა- თქვენთვის მთავარი გრძნობებია.

ჩაღრმავებული ჭიპი: ასეთი ჭიპის მქონე ადამიანებს დიდი გული აქვთ. სხვა სიტყვებით, რომ განვმარტოთ, თქვენს სიკეთეს საზღვარი არ აქვს. არასოდეს საუბრობთ ნეგატივზე თქვენს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. ცხოვრებისეული გამოცდილებით- ბრძენი ადამიანი ხართ.

პატარა ჭიპი: კარგად გამოგდით საიდუმლოს შენახვა. გარდა ამისა, ადამიანებს იღებთ თავის უარყოფითი და დადებითი ხასიათით. როგორც ჩანს, ადამიანებს სრულად არ ენდობით, ამ შემთხვევაში გამონაკლისია უახლოესი მეგობრები და ოჯახის წევრები. ასევე, სკეპტიკოსი ადამიანი ხართ და ყველაფრის მიმართ სიფრთხილეს იჩენთ.

მოგრძო ჭიპი: არ მოგწონთ ფიზიკური დატვირთვა, რადგან აღიარებული ინტელექტი ხართ. დრო და დრო ზარმაცობთ. მიუხედავად ამისა, ძალიან ჭკვიანი ადამიანი ხართ.

ოვალური ჭიპი: თქვენ უნებისყოფო ადამიანი ხართ და ყოველთვის გჭირდებათ რაღაც აკეთოთ. თქვენთვის ჩვეულებრივია მოგბეზრდეთ რაიმე საქმიანობა, ხოლო შემდეგ ეძებოთ რაღაც ახალი.

ჰორიზონტალურად დაჭიმული ჭიპი: ყოველთვის მზად ხართ გაუმკლავდეთ ნებისმიერ სიტუაციას. ნდობის მხრივ, ადამიანებს სიფრთხილით ეკიდებით, თუმცა მათ ვისაც გაუმართლა და თქვენი ნდობა მოიპოვა, ცხოვრების ბოლომდე თქვენს გვერდით დარჩება.

კომენტარი