კვერცხი გახეხილი ყველით და კიბორჩხალის ჩხირებით მარტივად

19

ინგრედიენტები:

მოხარშული კვერცხი- 5 ცალი;

ყველი- 50 გრ.

კიბორჩხალის ჩხირები- 4 ცალი;

ნიორი- 2 კბილი;

არაჟანი ან მაიონეზი- გემოვნებით;

შავი პილპილი- გემოვნებით;

მწვანილი- გასაფორმებლად.

მომზადების წესი:

მოხარშული კვერცხი გაჭერით და ამოაცალეთ გული.

ყველი, კიბორჩხალის ჩხირები გახეხეთ ან დაჭერით წვრილად, ხოლო შემდეგ შეურიეთ არაჟანს. მასას ასევე დაამატეთ დაფხვნილი კვერცხის გული, დაქუცმაცებული ნიორი. დაუმატეთ მარილი-პილპილი გემოვნებით და კარგად მოურიეთ.

გამზადებული გულსართი გაანაწილეთ შუაში გაჭრილ კვერცხის ცილებში.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი