ნოყიერი ომლეტი პომიდვრით, მწვანე ხახვითა და ლორით

88

ინგრედიენტები:

კვერცხი- 3 ცალი;

რძე- 170 გრ.

პომიდორი- 1 ცალი მოზრდილი ან 2 პატარა ზომის;

ლორი- რამდენიმე ნაჭერი;

მწვანე ხახვი;

მარილი, პილპილი;

ზეითუნის ზეთი.

მომზადების წესი:

საცხობ ფორმას წაუსვით ზეთი, გაანაწილეთ მრგვლად დაჭრილი პომიდორი, ზედა ფენად მოაყარეთ მწვანე ხახვი და კუბიკებად დაჭრილი ლორი.

კვერცხი ათქვიფეთ რძესთან ერთად, დააყარეთ მარილი და პილპილი. კვერცხის ნარევი დაასხით ინგრედიენტებს და მოათავსეთ აირღუმელში.

ომლეტი გამოაცხვეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში დაახლოებით ნახევარი საათი.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი