შოკოლადის სუპერ ბისკვიტი

118

ინგრედიენტები:

ფქვილი-1 ჭიქა;

შაქარი- 1 ჭიქა;

კაკაო- 1/2 ჭიქა;

რძე- 1 ჭიქა;

კვერცხი- 2 ცალი;

მცენარეული ზეთი- 50 მლ.

საფუარი- 1 შეკვრა (11 გრ);

ვანილი.

მომზადების წესი:

ფქვილს დაუმატეთ შაქარი, საფუარი, ვანილი, კაკაო, რძე, მცენარეული ზეთი და კარგად მოურიეთ, რომ გამოვიდეს ბლანტი ცომი.

კვერცხი ათქვიფეთ მიქსერით (5 წუთი), დაუმატეთ ცომს და მოურიეთ ერთი მასის მიღებამდე.

ბისკვიტი გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში 30-45 წუთი.

გამზადებულ ბისკვიტს მოასხით მინანქარი ან გადაუსვით სასურველი კრემი.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი