ფუმფულა “ფანქეიქი” რძით

367

ინგრედიენტები:

რძე- 1 ჭიქა;

ხორბლის ფქვილი- 1,5 ჭიქა;

რაფინირებული ზეთი- 2 ს.კ.

შაქარი- 2 ს.კ.

მარილი- 1 მწიკვი;

კვერცხი- 1 ცალი;

სოდა- 0,5 ჩ.კ.

მომზადების წესი:

ჯამში მოათავსეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი: შაქარი, მარილი, ფქვილი, სოდა.

ცალკე ჯამში კვერცხი ათქვიფეთ რძესთან და მცენარეულ ზეთთან ერთად. მასა ათქვიფეთ მაქსიმალურ სიჩქარეზე- ნარევი უნდა გაფუვდეს. რძის მასას დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები, ისევ ათქვიფეთ მიქსერით და ცომი მზად არის.

ტაფა გააცხელეთ, მასზე სუფრის კოვზით გადაიტანეთ ცომი და გამოაცხვეთ ბუშტულების წარმოქმნამდე, ხოლო შემდეგ ფანქეიქი ამოაბრუნეთ ხის კოვზით და შეწვით მეორე მხარეს.

იხილეთ ფოტო რეცეპტი:

2

3

4

5

6

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი