კლასიკური მოხარშული კრემი ნებისმიერი ცხობისთვის

112

ინგრედიენტები:

რძე- 500 გრ.

შაქარი- 180 გრ.

კარაქი- 30 გრ.

ფქვილი- 30 გრ.

კვერცხის გული- 6 ცალი;

ვანილის ესენცია- 1 ს.კ.

მომზადების წესი:

ფქვილს დაუმატეთ შაქარი. ცალკე ჯამში აურიეთ ნახევარი რძე და კვერცხის გული, დაუმატეთ ფქვილი-შაქრის ნარევი და კარგად ათქვიფეთ, რათა ბურთულები არ დარჩეს.

დარჩენილ რძეს დაუმატეთ ვანილის ესენცია, მოათავსეთ ცეცხლზე, დააცადეთ ადუღება, ხოლო შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.

1/3 რძე ფრთხილად ჩაასხით კვერცხი- რძის მასაში და ათქვიფეთ სათქვეფით.

ნარევი ჩაასხით დარჩენილ რძეში და მოხარშეთ შესქელებამდე. როდესაც კრემი ადუღდება, გააჩერეთ 60 წამი და გადმოდგით გაზქურიდან.

კრემი გადაიტანეთ ცივ ჯამში და მოურიეთ, ხოლო შემდეგ მას დაუმატეთ კარაქი და ფრთხილად, ნელი მოძრაობით გააგრძელეთ მორევა. თუ სწრაფად მოურეთვ მოხარშული კრემი გამოვა თხელი.

კომენტარი