მოამზადეთ ნატურალური მაიონეზი, სულ რაღაც 5 წუთში

123

ინგრედიენტები:

კვერცხი- 1 ცალი;

კვერცხის გული- 1 ცალი;

მდოგვი- 1 ს.კ.

მცენარეული ზეთი (აუცილებლად რაფინირებული)- 350- 400 გრ.

ნახევარი ლიმონის წვენი;

მარილი- გემოვნებით.

მომზადების წესი:

უკეთესია, თუ მაიონეზს თავიდანვე ბლენდერის ჭიქაში მოამზადებთ. ჭიქაში მოათავსეთ 1 კვერცხის ცილა და გული, ამას დამატებული კიდევ ერთი კვერცხის გული, დაუმატეთ მდოგვი, ლიმონის წვენი, მარილი და ჩაასხით მცენარეული ზეთი. ნარევი დააბლენდერეთ ერთი მასის მიღებამდე.

თუ მომზადებული სოუსის შენახვას აპირებთ და მომზადებისთანავე არ იყენებთ, მასას დაუმატეთ რამდენიმე კოვზი წყალი- მაიონეზი ფენებად არ დაიშლება.

მიღებული მაიონეზი გადაიტანეთ შუშის ქილაში. ამ მეთოდით მომზადებული მაიონეზი, მაცივრის ტემპერატურაზე 5-7 დღე გაძლებს.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი