იმუნიტეტის გასაძლიერებელი და ამასთანავე გემრიელი ნარევი

171

ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ½ ჭიქა ქიშმიში და 1 ჭიქა ნიგოზი.

შემდეგ, ½ ჭიქა ნუში (ძალიან სასარგებლოა ფიჭვის კაკალი), 2 ლიმონის გაწურეთ- წვენი დაასხით მასას, ხოლო კანი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.

ასევე, დაამატეთ ½ გარგარის ჩირი და ამდენივე შავი ქლიავი. მასას მოურიეთ  150 გრ. ნატურალურ თაფლთან ერთად.

მიღებული ნარევი შეინახეთ ბნელ ადგილას 1-2 დღე, შემდეგ კი მოათავსეთ მაცივარში.

უფროსებმა მიიღეთ დღეში 3-ჯერ  1 ან 2 სუფრის კოვზი, ბავშვებმა 3 წლის ზევით 1 ჩ.კ. დღეში 2-ჯერ.

კომენტარი