წყალში დამბალი ქიშმიში: ხალხური წამალი ღვიძლის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის

569

მედიკამენტების გადამეტებული მიღება, არაჯანსაღი საკვები, ბაქტერიული ან ვირუსული ინფექცია, ყოველივე ეს,  არც ისე იშვიათად ღვიძლის მუშაობას პრობლემებს უქმნის.

ღვიძლი ადამიანს ეხმარება საკვების მომნელებელი სისტემის მუშაობაში, წმენდს სისხლს. გარდა ამისა, ორგანიზმიდან გამოჰყავს ტოქსინები და სხვა მავნე ნივთიერებები.

როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი ქიშმიშის დახმარებით? პირველ ყოვლისა, შეიძინეთ მაღალი ხარისხის ქიშმიში.

საუკეთესო ქიშმიში მუქი შეფერილობის ან ყავისფერია. იდეალური იქნებოდა, თუ ბზარებიან ქიშმიშს იპოვით- ეს ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელია, რომ  ქიშმიში ნატურალურია.

იმისათვის, რომ ქიშმიშის დახმარებით ღვიძლი გაიწმინდოთ, მოამზადეთ ის ხალხური მედიცინის რეცეპტით:

თბილ წყალში დაალბეთ ნახევარი ჭიქა ქიშმიში და გააჩერეთ ის მეოთხედი საათი, ხოლო 15 წუთის შემდეგ წყალი გადაწურეთ.

გარეცხილი ქიშმიში გადაიტანეთ ჭიქაში და დაასხით ადუღებულ წყალში, რომელიც გაგრილებულია ოთახის ტემპერატურაზე და გააჩერეთ 24 საათი.

მიღების წესი: მომზადებული ქიშმიში მიირთვით უზმოზე. თუ დრო გაქვთ, მუცლის მარჯვენა მხარეს დაიდეთ თბილი კომპრესი (ცხელი წლით სავსე ბოთლი) და დაისვენეთ არანაკლებ 30-60 წუთი.

პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ერთხელ, 30 დღის განმავლობაში. თქვენ შეამჩნევთ, რომ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა რადიკალურად გაუმჯობესდება.

10 მიზეზი, რის გამოც ამ მეთოდით მომზადებული ქიშმიში სასარგებლოა:

უმჯობესდება საკვების მომნელებელი სისტემა;

ამცირებს მჟავიანობას;

კურნავს ანემიას;

მას აქვს კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი;

კურნავს ინფექციებს;

სასარგებლოა მხედველობის გასაუმჯობესებლად;

დაგიცავთ კარიესისგან;

აუმჯობესებს მადას;

დაგეხმარებათ ძვლების გამაგრებაში.

კომენტარი