სოდის ნიღაბი, რომელსაც კანის უჯრედებიდან ტოქსინები გამოჰყავს

522

აქერცვლა- ეს პირველი ნაბიჯია კანიდან ტოქსინების მოსაცილებლად და გაცილებით ნათელი და ჯანმრთელი შეფერილობის სახისთვის.

აი, როგორ უნდა მოამზადოთ მაღალეფექტური ნიღაბი ჩვეულებრივი საკვები სოდით, რომელიც მოიძებნება ნებისმიერ ოჯახში.

მისი გამოყენების შემდეგ, თქვენ აღარ შეიძენთ სახის მოვლის ძვირადღირებულ საშუალებებს.

პროცედურის გამეორება რეკომენდირებულია კვირაში დაახლოებით 2-3-ჯერ (ორ დღეში ერთხელ).

ამ ნიღბის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

სოდა- 3 ს.კ.

თაფლი- 1 ჩ.კ.

თხევადი ვიტამინი E- 3 ამპულა;

რძე- 3 ჩ.კ.

დარიჩინი- 1 ჩ.კ.

როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ ნიღაბი?

პატარა ღრმა ჯამში მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი და მოურიეთ ერთი მასის მიღებამდე.

მიღებული ნიღაბი ფრთხილი მოძრაობით დაიტანეთ მთელ სახეზე (მოარიდეთ თვალის ირგვლივ და პირთან). სახე ზედმიწევნით დაიმასაჟეთ, რათა კანმა ნარევი შეიწოვოს, ხოლო შემდეგ დააცადეთ გაშრეს (დაახლოებით 10-15 წუთი).

დროის გასვლის შემდეგ სახე დაიბანეთ თბილი წყლით.

სოდა სასწაულს ახდენს- ის მოგაცილებთ მკვდარ უჯრედებს, ხოლო თაფლი ღრმად დაატენიანებს კანს. გარდა ამისა, მას აქვს ანტიბაქტერიული თვისება.

ვიტამინი E დაიცავს კანს დაბინძურებისა და სიცივისგან. დარიჩინი- აჩქარებს სისხლის მიმოქცევას, სახეს მისცემს ბუნებრივ ბრწყინვალებას და ნატურალურ ვარდისფერ ჩრდილს.

კომენტარი