ნაზი და ჰაეროვანი ნამცხვარი „მედოკი“ მოხარშული კრემით

358

ინგრედიენტები ცომისთვის:

კვერცხი- 2 ცალი;

შაქარი- 1 ჭიქა;

კარაქი- 50 გრ.

თაფლი- 2 ს.კ.

სოდა- 2 ჩ.კ.

ფქვილი- 3 ჭიქა.

კრემის ინგრედიენტები:

კვერცხი- 2 ცალი;

შაქარი- 2 ჭიქა;

ფქვილი- 3 ს.კ.

კარაქი- 350 გრ.

რძე- 0,5 ლ.

მომზადების წესი:

მოამზადეთ ცომი: ემალის ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და თაფლი. მასას დაუმატეთ კარაქი და ჯამი გადაიტანეთ დაბალ ცეცხლზე მდგარ წყლის ორთქლზე, სანამ კარაქი სრულიად არ გადნება. შემდეგ დაუმატეთ სოდა და გააჩერეთ ქაფის წარმოქმნამდე. ნარევს ასევე დაუმატეთ ფქვილი და გააკეთეთ ცომი.

ცომი უნდა მსუბუქად ეკრობოდეს ხელს.

მიღებული ცომი გაანაწილეთ 8 თანაბარ ნაწილად და გააბრტყელეთ ერთნაირი ზომის და სისქის ფენები.

ყოველი ფენა გადაიტანეთ საცხობ ფორმაში და მიეცით მრგვალი ფორმა (ამისათვის ხშირად იყენებენ მოზრდილი ქვაბის თავსახურს).

ფენებიდან მოჭრილი ნაწილები გამოაცხვეთ ფენებთან ერთად (მას გამოიყენებთ ნამცხვარზე მოსაფრქვევად) ყავისფერ შეფერილობამდე.

მოამზადეთ კრემი: ჯამი, რომელშიც ცომი მოამზადეთ ათქვიფეთ კვერცხი შაქართან და ფქვილთან ერთად. ნარევს დაუმატეთ რძე, კარაქი და დადგით წყლის ორთქლზე.

კრემი მოხარშეთ მასის შესქელებამდე, ხოლო შემდეგ გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე.

შეგიძლიათ წყლის ორთქლის შემდეგ მასა ჯამიანად გადაიტანოთ ცივი წყლით სავსე ჯამში- ამგვარად ის სწრაფად გაგრილდება.

გაგრილებული კრემი ათქვიფეთ მიქსერით, სანამ ერთგვაროვანი, მსუბუქად თეთრი შეფერილობის არ გახდება.

გაგრილებულ ფენებს გადაუსვით კრემი. ფენის ნარჩენები, რომელიც წინასწარ მოჭერით, დაფშვენით და ნამცხვარს მოაფრქვიეთ ზევიდან, ასევე გვერდებზე.

სურვილის შემთხვევაში ნამცხვარი შეგიძლიათ გააფორმოთ შოკოლადით ან დაქუცმაცებული ნიგვზით.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი