უგემრიელესი სალათა „მამაკაცის ცრემლები“

182

ინგრედიენტები:

ღორის ხორცი- 500 გრ.

ყველი- 200 გრ.

კარტოფილი- 4 ცალი;

ხახვი- 3 ცალი;

კვერცხი- 4 ცალი;

კიტრი მარინადში- 3 ცალი;

მაიონეზი ან არაჟანი- გემოვნებით;

კიტრი, კამა, სალათის ფურცხლები- გასაფორმებლად.

მომზადების წესი:

ხორცი, კარტოფილი და კვერცხი მოხარშეთ. გაგრილებული ხორცი დაჭერით წვრილად და ნახევარი გაანაწილეთ ჯამში დაფენილ სალათის ფურცლებზე, ხოლო ზემოდან გადაუსვით მაიონეზი.

ხახვი დაჭერით წვრილად და დაასხით წყალი, 15 წუთის შემდეგ წყალი გადაღვარეთ და დაუმატეთ სალათის ფურცლებზე განაწილებულ ხორცს.  ხახვის ზემოდან ისევ გაანაწილეთ დარჩენილი ხორცის ნახევარი  და გადაუსვით მაიონეზი.

გაფრცქვნილი კარტოფილი გახეხეთ, გაანაწილეთ ინგრედიენტების ზევიდან და გადაუსვით მაიონეზი, შემდეგ ფენად მოათავსეთ წვრილად დაჭერილი კიტრის მწნილი, დარჩენილი ხორცი სრულიად გაანაწილეთ მომდევნო ფენად და კვლავ გადაუსვით მაიონეზი.

მოხარშული კვერცხის ცილა  გახეხეთ და სალათას ზემოდან მოაყარეთ, შემდეგ კი დაამატეთ გახეხილი ყველი და ბოლოს დაფარეთ მაიონეზით.

სალათა გააფორმეთ მრგვლად დაჭრილი კიტრით და კამის ღეროთი.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარი