როგორ შევიღებოთ თმა სახლის პირობებში? აი, რა უნდა გაითვალისწინოთ!

414

რა თქმა უნდა, თმის შეღებვა პროფესიონალურ სილამაზის სალონებშია რეკომენდირებული, მაგრამ ხშირად ამის დრო და საშუალება არ გვაქვს. პროცედურის დაწყების წინ, კარგად დაფიქრდით იმაზე, თუ რას ელოდებით შეღებვისგან და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება წახვალთ სალონში თუ თმას სახლის პირობებში შეიღებავთ. 

რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ სახლში შეღებვის შემდეგ კმაყოფილები დავრჩეთ და რა შეცდომებს ვუშვებთ ყველაზე ხშირად? 

უნდა მიაქციოთ ყურადღება თმის მდგომარეობას. სწორედ დაზიანებული, ან ზედმეტად მშრალი თმა საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას. თუ საქმე მჩვეულებრივ შეღებვასთან გვაქვს და თმის ფერის მაგალითად ერთი ტონით გამუქება გსურთ, შეიძინეთ პროფესიონალური საღებავი და იმიჯი შეცვალეთ. 

გაითვალისწინეთ რამდენიმე ნიუანსი:

1. კარგად შეღებეთ ძირები. 

2. არ წაისვათ საღებავი სველ თმაზე. უმჯობესი იქნება შეღებვის წინ თავი 1-2 დღე არ დაიბანოთ. 

3. არ დაამატოთ საღებავში შამპუნი, ან ბალზამი. 

4. პროცედურისთვის განკუთვნილი ნივთები- ჭურჭელი, ფუნჯი და სავარცხელი პლასტმასისგან, ან კერამიკისგან უნდა იყოს დამზადებული. ნუ იყენებთ ფოლადის ელემენტებს.

5. კომპონენტებისგან ნარევის მომზადების შემდეგ, თმის შეღებვას მაშინვე უნდა შეუდგეთ. 

6. შეეცადეთ არ დაიბანოთ თავი მეორე დღესვე, წინააღმდეგ შემთხვევაში პიგმენტს ჩამოიბანთ.

კომენტარი