ბლინები ხაჭოთი და ქიშმიშით- საუზმე, რომელიც ყველა ბავშვს მოეწონება!

97

თუ აღარ იცით რა შესთავაზოთ ბავშვებს საუზმეზე, მოამზადეთ ეს გემრიელი ბლინები ხაჭოთი. 

ინგრედიენტები:
– 500 მლ რძე
– 1,5 ჭიქა ფქვილი
– 2 კვერცხი
– 3 ს/კ შაქარი
– 1 ს/კ ზეითუნის, ან მცენარეული ზეთი
– 1 მწიკვი მარილი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის:
– 350 გ ხაჭო
– 2 ს/კ არაჟანი
– 1 მუჭა ქიშმიში (ქიშმიშს წინასწარ მდუღარე წყალი დაასხით და გააშრეთ)
– 1 ს/კ შაქარი
– 1 ჩ/კ ვანილის შაქარი

მომზადების წესი:
1. მოამზადეთ შიგთავსი: ამისთვის შეურიეთ ერთმანეთს ხაჭო, არაჟანი, ორივე სახეობის შაქარი და ქიშმიში. ნარევი მაცივარში ჩადეთ. 

2. ათქვიფეთ 2 კვერცხი შაქრით და მარილით. 

3. დაამატეთ თბილი რძე და ინგრედიენტებს კარგად მოურიეთ. 

4. პორციებით დაამატეთ ფქვილი (გაცრა აუცილებელია) და ზეთი. ცომი ბლინებისთვის მზადაა. 

5. შეწვით ბლინები ცხელ ტაფაზე ორივე მხრიდან. ყოველ ბლინზე შიგთავსის 1 ს/კ გადაიტანეთ და ბლინს რულეტის ფორმა მიეცით. 

კომენტარი